среда, 31 марта 2010 г.

პროექტი: "როგორ მიმდინარეობს დიფუზია და რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის და საერთოდ ცოცხალი ორგანიზმების არსებობისათვის."



2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ექსპერიმენტის ჩატარება დამოუკიდებლად და შესაბამისი დასკვნის გაკეთება.

3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანი არის მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს ექსპერიმენტის ჩატარება და შესაბამისი დასკნის გაკეთება. ისინი საკლასო ოთახში გაუშვებენ მძაფრი სუნის სუნამოს და დაადგენენ როგორ ხდება დიფუზია აირებში,ხოლო სითხეებში ამის ჩასატარებლად აიღებენ კოლბას, ჩაასხამენ რაიმე შეფერილ სითხეს და მასზე ფრთხილად დაასხამენ სუფთა წყალს.გაჩნდება მკვეთრი საზღვარი. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ისინი ყოველდღიურად დააკვირდებიან თანდათან როგორ ქრება მკვეთრი საზღვარი და მიიღებენ ერთი ფერის სითხეს. აქედან გამომდინარე გააკეთებენ შესაბამის დასკვნას. მყარ სხეულებში დიფუზია ძალიან ნელა მიმდინარეობს და სასკოლო პირობებში მისი დაკვირვება არ მოხერხდება.
ამის საფუძველზე მათ გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლათ ექსპერიმენტის ჩატარების უნარ–ჩვევები,აგრეთვე თვითშეფასების და თვითკონტროლის უნარი.

4.მონაწილეთა ასაკი: 13წელი.VIIIკლ.

5.ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოამზადებენ ცდისათვის საჭირო მასალებს. სუნამოს, კალიუმის პერგანმანატის კრისტალებს, კოლბას, სუფთა წყალს.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ამ ცდის ჩატარებით ისინი დაადგენენ თუ როგორ ხდება დიფუზია. ადამიანის ორგანიზმი ხომ დიფუზიით
შეიწოვს საკვებ ნივთიერებებს. თუ მოწამლული ნივთიერებები შეერევა საკვებში და ორგანიზმში მოხვდება,იგი მოიწამლება. ამ ცოდნის საფუძველზე ისინი ყოველთვის გაითვალისწინებენ დიფუზიის მოსალოდნელ შედეგებს.

8.სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი მოსწაავლეებში ჩამოაყალიბებს ექსპერიმენტის ჩატარების უნარ–ცვევებს. ისინი სხვა მოსწავლეებსაც გაუღვივებენ ინტერეს გამოიკვლიონ გარემომცველი სამყარო.

9.სამუშაო ენა: ქართული.

10.მონაწილეობა სხვა სკოლებიდან:

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია,ბიოლოგია.
სტანდარტი:ფიზიკა,VIIIკლ. მოსწავლეები იკვლევენ დიფუზიის მოვლენას და ნაბიჯ–ნაბიჯ აღწევენ დაგეგმილ შედეგებს. მოსწავლეები ინტენსიურად ეძებენ ინფორმაციას ინტერნეტში.

12.პროექტის ფასილიტატორი: რუსუდან გაბრიჭიძე.

13.ფასილიტატორის ელ–ფოსტა:
rusudangabrichidze@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტისვებ–გვერდი/ბლოგი: rusudangabrichidze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий